ვებგვერდის გამოყენების პირობები
შპს „ ვინგო ლოჯისტიკს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (საიდენტიფიკაციო კოდი: 400460924), რომელიც საქმიანობას ახორციელებს კომერციული სახელწოდებით „ვინგო“. კომპანია წარმოადგენს საკურიერო და ლოგისტიკურ ორგანიზაციას, რომელიც მომხმარებლის/დამკვეთის შეკვეთის საფუძველზე უზრუნველყოფს სატრანსპორტო გადაზიდვის მომსახურებას საქართველოს მთელ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
წინამდებარე გვერდზე წარმოდგენილია ვინგო ლოჯისტიკსის ვებგვერდის (https://wingo.ge/). შემდგომში „ვებგვერდი“ გამოყენების ძირითადი წესები და პირობები.
ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ქვემოთ მოცემულ პირობებს.
1. ტერმინები
- ვინგო ლოჯისტიკსი – შპს „ვინგო ლოჯისტიკსი“, ს/კ 400460294, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გლდანი 5მრ კორ 15. ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. 82
- ვებგვერდი – შპს „ვინგო ლოჯისტიკსი“-ს კუთვნილი ვებგვერდი: www.wingo.ge
- პლატფორმა – ვებგვერდში ინტეგრირებული ონლაინ სისტემა (https://wingo.ge/dashboard), რომლის საშუალებითაც ხორციელდება გზავნილების მართვა.
- დამკვეთი / მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს, დარეგისტრირებულია ვებგვერდზე, აქვს პირადი ანგარიში და იყენებს ვინგოს საკურიერო ან სხვა დაკავშირებულ მომსახურებებს.
- კურიერი – ვინგოს თანამშრომელი ან ხელშეკრულებით ჩართული მესამე პირი, რომლის მოვალეობაა გზავნილების აღება, ტრანსპორტირება და ჩაბარება პლატფორმის საშუალებით მიღებული დავალებების მიხედვით.
- ანგარიში – მომხმარებლის პირადი პროფილი ვებგვერდზე.
- ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ საკუთარ ანგარიშში შესვლა და ვებგვერდის სერვისებზე წვდომის მიღება.
- გამოყენების წესები – წინამდებარე პირობები, ვებგვერდზე განთავსებული პოლიტიკები და მომსახურების სტანდარტული წესები, რომლებიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ პლატფორმისა და მომსახურებების გამოყენებას.
- მიმღები / ადრესატი – მესამე პირი, რომლისთვისაც მომხმარებლის დავალებით ხორციელდება გზავნილის მიწოდება.
- გზავნილი – ნებისმიერი მოძრავი ნივთი (წერილი, ამანათი ან სხვა ობიექტი), რომელსაც მომხმარებელი აგზავნის ვინგოს მომსახურებით.
- მხარეები – ვინგო, მომხმარებლები და ადრესატები.
- შეკვეთა – მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული მოთხოვნა საკურიერო ან მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.
- მომსახურება – გადაზიდვის, დასაწყობების ან სხვა ლოგისტიკური მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდის მეშვეობით.
- COD მომსახურება – Cash on Delivery. მომსახურება, რომლის ფარგლებში ვინგო ადრესატისგან იღებს ამანათის ღირებულებას და შესაბამისი საკომისიოს გამოკლებით გადაურიცხავს მომხმარებელს.
- წვდომის კოდები – პაროლები, მომხმარებლის სახელები ან სხვა იდენტიფიკატორები, რომლებიც გამოიყენება პლატფორმაზე წვდომისთვის.
- ხელშეკრულება – ელექტრონული შეთანხმება მომხმარებელსა და ვინგოს შორის, რომელიც მოიცავს წინამდებარე პირობებს.
- გადახდა – მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც დასრულებულად ითვლება თანხის ვინგოს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ.
- სამუშაო დღე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო დღე.
- უქმე დღე – კანონით განსაზღვრული დასვენების დღე ან ვინგოს მიერ წინასწარ გამოცხადებული არასამუშაო დღე.
- სამუშაო საათები – კომპანიის მიერ განსაზღვრული დრო, როდესაც ხორციელდება საკურიერო მომსახურება.
- შეტყობინება – ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს ეგზავნება პლატფორმაზე ან ქვეყნდება ვებგვერდზე.
2. ვებგვერდის გამოყენება
ვებგვერდზე შესვლით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება ვინგოს მიერ დადგენილ გამოყენების წესებსა და პირობებს.
აღნიშნული პირობები ვრცელდება როგორც ვებგვერდის ფუნქციონალზე, ასევე მისი მეშვეობით გაწეულ მომსახურებაზე.
3. პლატფორმა
ვებგვერდზე მოქმედებს ცენტრალიზებული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ხდება გზავნილების გაგზავნისა და მიღების მართვა.
პლატფორმაზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ეთანხმება მომსახურების ხელშეკრულებას, რომელიც წარმოადგენს მომსახურების გაწევის აუცილებელ წინაპირობას.
4. ვინგო ლოჯისტიკსის მომსახურება
ვინგოს ოპერაციები სრულდება პლატფორმის მეშვეობით. ყველა გზავნილი რეგისტრირდება სისტემაში, სადაც ასევე ხდება მისი სტატუსისა და გადაადგილების მონიტორინგი.
5. რეგისტრაცია და შეკვეთის განთავსება
მომხმარებელი, რომელიც გეგმავს ვინგოს მომსახურებით სარგებლობას, აუცილებელია დარეგისტრირდეს პლატფორმაზე.
რეგისტრაციისას მომხმარებელმა ვალდებულია მიუთითოს სრული და სწორი პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორად მითითებულმა მონაცემებმა შესაძლოა გამოიწვიოს გზავნილის დაგვიანება ან ვერ მიწოდება.
მომხმარებელი ვალდებულია ზუსტად მიუთითოს ამანათის: წონა, რაოდენობა. არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში შესაძლებელია: ტარიფის კორექტირება. ვინგო უფლებამოსილია გადაამოწმოს გზავნილის წონა და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს სისტემაში არსებული მონაცემები.
გზავნილების იდენტიფიცირება ხდება თრექინგ ნომრების ავტომატური სისტემის მეშვეობით.
ვინგო არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ გენერირებული ნებისმიერი კოდის გამოყენებაზე, რომელიც არ გამოიყენება შეკვეთების მართვის ოფიციალური სისტემის ფარგლებში. მომხმარებლის მიერ მინიჭებული ნებისმიერი კოდი, ვინგოს მიერ ავტომატურად გენერირებული თრექინგ ნომრის გარდა, არ მიიჩნევა კომპანიისთვის ვალიდურ ან ოპერაციულად გამოსადეგ იდენტიფიკატორად. შესაბამისად, მომხმარებლის მხრიდან ასეთი კოდების გამოყენება ან მათი გათვალისწინების მოთხოვნა დაუშვებელია.
6. შეფუთვის სტანდარტები
გზავნილი უნდა იყოს შეფუთული და დალუქული ისე, რომ მისი გახსნა შეუძლებელი იყოს შეფუთვის დაზიანების გარეშე.
მომხმარებელი თავად განსაზღვრავს შეფუთვის ტიპს და სრულ პასუხისმგებლობას იღებს ისეთი შეფუთვის გამოყენებაზე, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილის შიგთავსის დაცვას გარე ზემოქმედებისაგან.
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ გზავნილი შესაძლოა დაექვემდებაროს დასაწყობებას, ტრანსპორტირებას და სხვა ამანათებთან ერთად გადაადგილებას. შესაბამისად, იგი ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს გზავნილს სხვა გზავნილებთან კონტაქტის შედეგად შესაძლო დაზიანებისგან.
მტვრევადი ან მსხვრევადი ნივთები უნდა მოთავსდეს სპეციალურ, ასეთი ნივთების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ სათავსოში. აღნიშნული შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს ნივთის დაცვას როგორც გარე მატერიით, ასევე შიგნით განთავსებული დამცავი მასალებით (მაგ.: ქაფი, ჰაერბუშტოვანი პარკი, პლასტიკური დამცავი მასალა და სხვა). ასეთ გზავნილებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მტვრევადობის აღმნიშვნელი სპეციალური სტიკერი, ხოლო შესაბამისი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს პლატფორმაზეც.
ვინგო არ იღებს პასუხისმგებლობას არასათანადოდ შეფუთული გზავნილის დაზიანებაზე ან მისი შემთხვევითი დაკარგვისა და განადგურების რისკზე.
არასათანადო შეფუთვად ითვლება შემდეგი შემთხვევები:
- შეუფუთავი ნივთები;
- გზავნილი, რომელიც არ არის შეფუთული მყარი და გამძლე მასალით;
- ისეთი შეფუთვა, რომლისთვისაც გამოყენებულია ადვილად დაზიანებადი მასალა (მათ შორის სასაჩუქრე პაკეტები, ჩანთები ან თხელი პარკები);
- შეფუთვა, რომელიც არ არის მყარად დახურული ან ფიქსირებული შესაკრავით;
- არასრულად შეფუთული ნივთები, მათ შორის მხოლოდ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ამანათები;
- არასტანდარტული ფორმის (წაგრძელებული, ამოშვერილი ან არაპროპორციული) ამანათები, რომლებიც სათანადოდ არ არის შეფუთული, მაგალითად ავეჯის დეტალები ან რკინის მილები;
7. მარკირების წესები
პლატფორმაზე გზავნილის რეგისტრაციისთანავე ავტომატურად გენერირდება გზავნილის ეტიკეტი, რომელიც შეიცავს გზავნილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, მათ შორის გამგზავნისა და მიმღების მონაცემებს, ასევე QR კოდს.
პლატფორმაზე შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებელი, რომელიც ვალდებულია ყველა ველი შეავსოს ზუსტად და სრულად.
მიმღების მისამართის ველში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მიმღების სრული და ზუსტი მისამართი ყველა აუცილებელი დეტალის ჩათვლით.
თუ გზავნილი შეიცავს მტვრევად ან მსხვრევად ნივთებს, მომხმარებელი ვალდებულია გზავნილს დააკრას სპეციალური გამაფრთხილებელი სტიკერი. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გზავნილი არ არის სათანადოდ შეფუთული ან არ არის დაცული სპეციალური მასალებით, ნივთის დაზიანების რისკი სრულად ეკისრება მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში ვინგო არ იღებს პასუხისმგებლობას არასათანადოდ შეფუთვის შედეგად გამოწვეულ ზიანზე.
8. აკრძალული და შეზღუდული ნივთები
ვინგო არ ახორციელებს შემდეგი კატეგორიის მოძრავი ნივთების ან ქონებრივი ღირებულებების (პროდუქციის) გადაზიდვას. შესაბამისად, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ნივთების დაზიანებაზე ან მათი შემთხვევითი დაკარგვისა და განადგურების რისკზე:
- ფული, ძვირფასი ქვები და ძვირფასი ლითონები;
- საკვები პროდუქტები, მცენარეები, წამლები ან მედიკამენტები;
- ქიმიური ან აალებადი სითხეები, საღებავები და მსგავსი ნივთიერებები;
- 10 სმ-ზე მცირე ზომის ამანათები (გზავნილის მინიმალური ზომა უნდა იყოს მინიმუმ კონვერტის ზომის);
- საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთები;
- ისეთი ნივთები, რომელთა ფლობა, შენახვა ან ტრანსპორტირება იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვინგო არ ახორციელებს გზავნილების გახსნას ან შიგთავსის შემოწმებას. შესაბამისად, აღნიშნული წესების დაცვა სრულად წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას.
გამგზავნი სრულად იღებს პასუხისმგებლობას აკრძალული ან შეზღუდული ნივთების გაგზავნასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო შედეგზე, მათ შორის გზავნილის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების რისკზე, ასევე ისეთ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს ვინგოს ან მესამე პირებს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზიანის სახით.
9. გზავნილის აღება და ჩაბარება
გზავნილის რეგისტრაციის დრო ფიქსირდება სისტემაში. ვინგო იტოვებს უფლებას, სეზონური დატვირთვისა და ოპერაციული გარემოებების გათვალისწინებით, პერიოდულად შეცვალოს გზავნილის აღებისა და ჩაბარების ვადები. აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისთვის წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი შეკვეთის გაფორმების პროცესში.
თბილისის მასშტაბით გზავნილის აღება ხორციელდება 10:00–17:00 საათების შუალედში. საკურიერო მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებელთან კონკრეტული დროის შეთანხმება შეუძლებელია. გზავნილის რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება აღნიშნულ წესს და მზად არის უზრუნველყოს ეფექტიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ვინგოს კურიერთან.
მომხმარებელი ვალდებულია გზავნილის აღებისას უზრუნველყოს კურიერისთვის დროებითი პარკინგის ადგილი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ნებადართული სივრცე. აღნიშნული მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში, შლაგბაუმის ან სხვა ელექტრონული თუ მექანიკური საშუალებების მეშვეობით კურიერის დაშვებას შესაბამის ტერიტორიაზე.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულ პირობებს, იგი ვალდებულია კურიერთან ზეპირი კომუნიკაციის საფუძველზე შეთანხმებულ დროს თავად შეხვდეს კურიერს ხელმისაწვდომ და გაჩერებისთვის ნებადართულ ადგილას და გადასცეს გზავნილი.
აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ვინგო უფლებამოსილია გააუქმოს გზავნილის აღება ან გადაიტანოს იგი მომდევნო დღისთვის, რაზეც კომპანიას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
დაუშვებელია კურიერისთვის ისეთი ტვირთის კარიდან წამოღების მოთხოვნა, რომლის წონა აღემატება 10 კილოგრამს, ან რომლის გაბარიტები ან გარემო პირობები არ იძლევა მისი ერთი პირის მიერ გადაადგილების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაეხმაროს კურიერს გზავნილის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში დატვირთვაში ან თავად უზრუნველყოს მისი მიტანა მანქანამდე.
თუ აღნიშნული პირობები არ შესრულდება, კურიერს უფლება აქვს უარი თქვას გზავნილის წამოღებაზე და გააუქმოს შეკვეთა ან გადაიტანოს იგი შემდეგ დღისთვის. აღნიშნული არ ათავისუფლებს მომხმარებელს ვალდებულებისგან უზრუნველყოს მომდევნო დღეს გზავნილის სათანადო დატვირთვა.
მესამე პირისაგან გზავნილის აღების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ვინგოს მიერ დადგენილი წესები და პროცედურები, კერძოდ: შეკვეთის რეგისტრაციისას წინასწარ მიუთითოს მესამე პირის მისამართი; სრულად მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო საათები); უზრუნველყოს, რომ გზავნილი აკმაყოფილებდეს შეფუთვისა და მარკირების დადგენილ სტანდარტებს; კურიერს გადასცეს მხოლოდ ის გზავნილი, რომელიც რეგისტრირებულია სისტემაში; კეთილსინდისიერად მიუთითოს გზავნილის შიგთავსის შესახებ ინფორმაცია; გაითვალისწინოს, რომ კურიერი არ არის ვალდებული ადგილზე შეამოწმოს გზავნილის შიგთავსის შესაბამისობა შეკვეთასთან; აიღოს სრული პასუხისმგებლობა მესამე პირის ქმედებებზე გზავნილის მომზადებისა და გადაცემის პროცესში; თავად უზრუნველყოს გზავნილის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვის ორგანიზება; არ დააყოვნოს კურიერი 15 წუთზე მეტ ხანს და უზრუნველყოს კურიერის დაშვება მომსახურების გაწევისთვის აუცილებელ სივრცეებში.
აღნიშნული ვალდებულებების დარღვევა შეიძლება გახდეს გზავნილის აღების გაუქმების საფუძველი.
მომხმარებლისთვის გზავნილის ჩაბარებისას, ასევე კურიერისთვის მომხმარებლის ან მესამე პირის მხრიდან გადაცემული ნებისმიერი დამატებითი გზავნილი ითვლება ახალ გზავნილად და უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში შესაბამისი წესით.
ვინგო არ ახორციელებს არარეგისტრირებული გზავნილების ტრანსპორტირებას. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ასეთი გზავნილების შიგთავსის დაზიანებაზე, ვინაიდან კურიერისთვის შეუძლებელია მომხმარებლის ან მესამე პირის მიერ გადაცემული არარეგისტრირებული გზავნილის შიგთავსის ან მდგომარეობის იდენტიფიცირება.
10. მიწოდების წესები
თუ გზავნილი პირველ მცდელობაზე ვერ ჩაბარდა ადრესატს მისამართზე, იგი იგზავნება განმეორებით. გზავნილი ითვლება ჩაუბარებლად იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ პასუხობს სატელეფონო ზარებს ან საკუთარი ქმედებით ან უმოქმედობით აჭიანურებს გზავნილის მიღებას. ასეთ შემთხვევაში გზავნილი ბრუნდება საწყობში და მზადდება განმეორებითი მიწოდებისთვის.
თუ განმეორებითი მიწოდების მცდელობისას კვლავ ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება იგივე მიზეზით, გზავნილს ენიჭება სტატუსი „დაყოვნებული“.
გზავნილის სტატუსი ასევე დაუყოვნებლივ შეიცვლება „დაყოვნებული“ იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი პირველივე მიწოდების მცდელობისას უარს განაცხადებს გზავნილის მიღებაზე.
განმეორებითი ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში გზავნილი მესამედ არ იგზავნება. მომხმარებელი, რომელსაც კვლავ სურს გზავნილის მიწოდება, ვალდებულია იგი ხელახლა დაარეგისტრიროს პლატფორმაზე და გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების საფასური.
11. კურიერთან დაკავშირებული ძირითადი დათქმები
კურიერი მომხმარებელთან ან ადრესატთან მიდის წინასწარი სატელეფონო კომუნიკაციის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ან ადრესატი არ პასუხობს სატელეფონო ზარს და ვერ ხერხდება გზავნილის აღების ან ჩაბარების დროის შეთანხმება, ვინგო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნული მომსახურების განხორციელებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი უზრუნველყოფს კურიერის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებას ნებადართულ ადგილზე, კურიერი გზავნილს მიაწვდის, ლიფტის მეშვეობით სახლის კარამდე. ლიფტის არ არსებობის/გაუმართავობის/ვერ მოთავსების შემთხვევაში დამატებითი ღირებულების გადახდით.
როგორც მომხმარებელი, ასევე ადრესატი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ კურიერის მისამართზე დაყოვნების დრო არ აღემატებოდეს 15 წუთს. აღნიშნული დროის გადაჭარბების შემთხვევაში კურიერი უფლებამოსილია დატოვოს მისამართი და გზავნილს მიანიჭოს შესაბამისი ჩაუბარებლობის სტატუსი.
გზავნილის ჩაბარებისას მიმღების იდენტიფიცირების მიზნით კურიერი უფლებამოსილია მოითხოვოს მიმღების სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. თუ ადრესატი უარს განაცხადებს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინგო უფლებამოსილია უარი თქვას გზავნილის ჩაბარებაზე.
ვინგო იტოვებს უფლებას, გარკვეული კატეგორიის ან ღირებულების გზავნილებზე მოითხოვოს ადრესატის ხელმოწერა ჩაბარების დოკუმენტზე (ფიზიკური ან ელექტრონული ფორმით).
ჩაბარების დოკუმენტზე ხელმოწერა ადასტურებს, რომ ადრესატმა განახორციელა გზავნილის გარეგანი დათვალიერება და არ დაფიქსირებულა გარეგანი დაზიანება. შესაბამისად, ხელმოწერის შემდეგ არ მიიღება პრეტენზიები გზავნილის გარეგან დაზიანებასთან ან მისგან გამომდინარე ზიანთან დაკავშირებით.
გზავნილი ადრესატს გადაეცემა გაუხსნელ მდგომარეობაში. თუ ადრესატი უარს აცხადებს გზავნილის მიღებაზე მის გაუხსნელად, კურიერი აუქმებს შეკვეთას შესაბამისი კომენტარით, აცნობებს ამის შესახებ ადრესატს და აბრუნებს გზავნილს უკან.
ვინგო იხსნის პასუხისმგებლობას უკვე გახსნილ გზავნილთან დაკავშირებით. გზავნილის გახსნა მიიჩნევა მის მიღებად, რის შედეგადაც კურიერი გზავნილს ანიჭებს ჩაბარებულის სტატუსს და არ ახორციელებს გახსნილი გზავნილის უკან დაბრუნებას.
12. გაუქმებული და დაბრუნებული გზავნილები
მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს გაუქმებული შეკვეთის, დასაბრუნებელი მისამართის დროული მიწოდება.
ასეთი გზავნილების ხელახლა რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ახალი გზავნილი. რა შემთხვევაშიც ვინგო უზრუნველყოფს გზავნილის მითითებულ მისამართზე მიწოდებას.
გზავნილი რომელიც არ ჩაბარდა ადრესატს და ბრუნდება გამგზავნთან (მომხმარებელთან), ითვლება ახალ გზავნილად და ექვემდებარება მომსახურების საფასურის ხელახალ გადახდას.
თუ გზავნილს მინიჭებული აქვს შემდეგი სტატუსი: „გაუქმებული“ – ასეთი სტატუსის მქონე გზავნილები ინახება ვინგო ლოჯისტიკსის საწყობში არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა.
მომხმარებელი ვალდებულია აკონტროლოს საკუთარი გზავნილების სტატუსი და არაიდენტიფიცირებული გზავნილის დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდეს ვინგოს შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების მიზნით.
13. ფინანსური პირობები
გადახდის წესები მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია პლატფორმასა და ვებგვერდზე და შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის ტიპისა და სერვისის სპეციფიკიდან გამომდინარე.
COD (Cash on Delivery) და ინვოისით გადახდის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
ვინგოს უფლებები ვადაგადაცილებული ფინანსური ვალდებულების მქონე მომხმარებელთან:
- დავალიანების დაფარვამდე არ განახორციელოს რაიმე, თუნდაც ვადამოსული, ფინანსური ტრანზაქცია ასეთი მომხმარებლის სასარგებლოდ. ეს არ ჩაითვლება ვინგოს ვალდებულების დარღვევად.
- მოახდინოს ცალმხრივი ფინანსური მოთხოვნების გაქვითვა, რასთან დაკავშირებით საკმარისია პლატფორმაზე შეტყობინების გაგზავნა.
- დროებით ან დავალიანების დაფარვამდე შეუზღუდოს მომხმარებლის წვდომა პლატფორმაზე, ახალი გზავნილების რეგისტრაცია ან/და პორტალის სხვა ფუნქციებზე.
- ყველა მიმდინარე გზავნილს მიანიჭოს ჩაუბარებელი ამანათის სტატუსი და უარი თქვას მიმდინარე გზავნილების ჩაბარებაზე.
14. დავები და პრეტენზიები
მომხმარებელი ვალდებულია, გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ინფორმაცია დააფიქსიროს მეილის ან მხარდაჭერის სისტემაში.
ვინგო არ იღებს პასუხისმგებლობას: გზავნილის მიღების შემდეგ დაფიქსირებულ გარეგნულ დაზიანებაზე; გზავნილის შიგთავსის დაზიანებაზე, რომელიც დაფიქსირდა ჩაბარებიდან 1 დღის შემდეგ.
გზავნილის დაზიანებისა ან დაკარგვის ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, ვინგოს აქვს 5 სამუშაო დღის ვადა საკითხის მოკვლევისა, გადაწყვეტისა და მომხმარებლის ინფორმირებისათვის.