როგორ გავერთიანდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ
ინტეგრაცია მაღაზიებისა და პლატფორმებისთვის
ჩემი WINGO API გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი მაღაზიიდან ან პლატფორმიდან შეკვეთები ავტომატურად გადმოიგზავნოს ჩვენს სისტემაში
1. დაკავშირება
პარტნიორს ვაძლევთ API Key-ს ან Bearer token-ს და სატესტო გარემოს. საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ IP-ის შეზღუდვას.
2. Send Order + Tracking
თქვენი სისტემა გვაძლევს შეკვეთებს `Send Order` API-ით, ჩვენ კი ვაბრუნებთ სტატუსებს და ტრეკინგს `Check Order` endpoint-ებით.
3. Callback და უსაფრთხოება
შეკვეთის წარმატებით შექმნისას შეგვიძლია გავგზავნოთ callback თქვენს URL-ზე. მომხმარებელმა მხოლოდ საჭირო ინფორმაცია უნდა ნახოს.
- ვაზუსტებთ ველებს: რა ჰქვია თქვენთან ორდერის ნომერს (`order_id`, `partners_order_id`, `business_order_id`) და რომელი ველები გჭირდებათ (Same Day / Next Day, მიტანისას გადასახდელი თანხა და ა.შ.).
- გიგზავნით API Key-ს ან Bearer token-ს და `BASE_URL`-ს (მაგ: {{BASE_URL}}).
- თქვენი დეველოპერი აერთებს `POST /orders` endpoint-ს Send Order-ის JSON მაგალითით (ქვემოთ).
- ამატებთ ტრეკინგის ბმას, რომელიც იყენებს `GET /orders/track?order_number=...` endpoint-ს.
- სურვილის შემთხვევაში ვრთავთ callback-ს (webhook-ს) ორდერის წარმატებით შექმნის ან სტატუსის ცვლილებისას.
Send Order – რა უნდა გაგვიგზავნოთ
ყოველი შეკვეთისას გვიგზავნით JSON ობიექტს. მთავარია, რომ გვქონდეს: თქვენი უნიკალური ორდერის ნომერი, ადრესატი (სახელი, ტელეფონი, მისამართი), რეგიონი და მიწოდების ტიპი.
- Auth:
Authorization: Bearer <YOUR_ACCESS_TOKEN>ანX-API-Key: <YOUR_API_KEY> - URL:
POST {BASE_URL} /orders - Content-Type:
application/json
{
"userId": "merchant-user-id",
"supplierOrderId": "BIBLUS-2025-001234",
"recipientName": "გიორგი გიორგაძე",
"recipientPhone": "+995555123456",
"regionId": "<region-id-from-GET-regions>",
"deliveryAddress": "მომხმარებლის მისამართი, თბილისი",
"pickupAddress": "ბიბლუსის საწყობი, ვაჟა-ფშაველას 1",
"pickupTitle": "ბიბლუსის ოფისი",
"pickupContactPhone": "+995322123456",
"deliveryTypeId": 1,
"timeSlotId": "<time-slot-id-from-GET-time-slots>",
"weightRangeId": 1,
"recipientPaymentDue": 25.50,
"deliveryDate": "2025-01-28",
"sellerComment": "ბიბლუსიდან",
"courierComment": "მეორე სართულზე",
"products": [
{ "productName": "წიგნის სახელი", "quantity": 2 }
],
"callback_url": "https://partner.com/api/wingo-callback"
}orderNumber იგენერირდება სერვერზე; პარტნიორის კოდი — supplierOrderId.
Check Order / Tracking (ბიზნესის ხედი)
თქვენი backend-ს შეუძლია ნებისმიერ დროს გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი: კურიერმა აიღო, გზაშია, ჩაბარებულია და ა.შ.
- URL:
GET {BASE_URL} /orders/track?order_number=<orderNumber> - ხედავთ: შიდა სტატუსებს, ისტორიას და ტექნიკურ იდებს – მხოლოდ თქვენი back‑office-ისთვის.
რას ხედავს თქვენი კლიენტი
საჯარო ტრეკინგის გვერდზე არ ჩანს აღების მისამართი და თქვენი შიდა დეტალები – მხოლოდ უსაფრთხო ინფორმაცია:
- კომპანიის სახელი (მაგ: arteli.store)
- საკონტაქტო ნომერი (მაგ: (032) 2 11 24 25)
- Default მისამართი (მაგ: ქ.თბილისი, ფრანგულიანის N4)
- მიმდინარე სტატუსი: „აღებულია“, „გზაშია“, „ჩაბარებულია“ და ა.შ.
საცნობარო API-ები (Regions, Delivery Types…)
ამ endpoint-ებით იღებთ სიებს, რომ თქვენს ფორმებში სწორად შეივსოს რეგიონი, მიტანის ტიპი, დროის სლოტი და წონა.
GET {BASE_URL} /regionsრეგიონების სია (`regionId`).
GET {BASE_URL} /delivery-typesSame Day / Next Day (`deliveryTypeId`).
GET {BASE_URL} /order-statusesსტატუსების სია ტრეკინგისთვის.
GET {BASE_URL} /time-slotsმიტანის დროის სლოტები.
GET {BASE_URL} /car-types/weight-rangesწონის დიაპაზონები (`weightRangeId`).
GET {BASE_URL} /localities?regionGe=...ქალაქი/სოფელი (localityId) — მიწოდების თარიღისა და სერვის ფის შეფასებისთვის.