წესები

I. გათამაშების ტიპები:

ა) უფასო გათამაშება - თამაშდება ფასდაკლების აქციები და სხვა შედარებით დაბალფასიანი პრიზები - მონაწილეობა უფასოა;

ბ) პრემიუმ გათამაშება - სხვადასხვა საინტერესო პრიზი და მომსახურება. 1-თვიანი პრემიუმ პაკეტის საფასურია 2 ლარი (თვის განმავლობაში მიიღებთ მონაწილეობას ყველა პრემიუმ და მთავარ გათამაშებაში);

გ) მთავარი გათამაშება - ძვირადღირებული პრიზები და მომსახურება. პრემიუმ პაკეტის შეძენის შემთხვევაში, შეძლებთ მთავარ გათამაშებებში მონაწილეობასაც.

II. გათამაშების პრინციპი და მიმდინარეობა:

      1. დაელოდეთ გათამაშების დაწყებას (უკუთვლის დასრულებას);

      2. შედით კონკურსის შიდა გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს - "გათამაშების დაწყება";

      3. დაელოდეთ რამდენიმეწამიანი სარეკლამო შეტყობინების დასრულებას (რომლის გამოტოვებაც შეუძლებელია და ყველა მონაწილეს თანაბარ დროს ართმევს);

      4. დაიწყეთ კითხვებზე პასუხის გაცემა:

      • კითხვების რაოდენობა - 3 ან მეტი (ერთ კითხვაზეც კი არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ავტომატურად ეთიშებით მიმდინარე გათამაშებას);

      • კითხვის ტიპები - ტექსტური, ფოტო ან ვიდეო;

      • პასუხის ტიპები - ჩამოთვლილთაგან ერთი სწორი პასუხის მონიშვნა, ჩამოთვლილთაგან რამდენიმე სწორი პასუხის მონიშვნა, პასუხების სორტირება მითითებული ლოგიკით, პასუხის ხელით შეყვანა.

      5. დაელოდეთ გათამაშების დასრულებას - გათამაშებები სრულდება 15 წუთში იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება გამარჯვებულების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა. გამარჯვებულია ის კონკურსანტ(ებ)ი, რომელიც გათამაშების დაწყებიდან ყველაზე ადრე (და არა ჯამურად ყველაზე მოკლე დროში) დააფიქსირებს ყველა კითხვაზე სწორ პასუხს. მისი გამოვლენა კი სპეციალური პროგრამის საშუალებით, მექანიკური ჩარევის გარეშე, ავტომატურად ხდება - შესაბამისად, სანდოობა გარანტირებულია;

      6. თუ 15 წუთში გამარჯვებულთა წინასწარგანსაზღვრული რაოდენობა ვერ გამოვლინდა, თამაში გრძელდება და სრულდება შესაბამისი რაოდენობის გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ.

      7. გათამაშებას შესაძლოა ჰქონდეს დამატებითი, ინდივიდუალური პირობები, რომლებიც მითითებული იქნება ამ გათამაშების შიდა გვერდზე. მასში მონაწილეობის მიღება ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ პირობებზე.

III. გათამაშებაში მონაწილეობა დაუბრკოლებლად შეუძლია 13 და 13 წელზე მეტი ასაკის პირებს. ალკოჰოლური სასმელების გათამაშებებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელზე მეტი ასაკის პირებს;

IV. 18 წლამდე (მაგრამ 13 წელს ზემოთ) ასაკის მომხმარებლები, გამარჯვების შემთხვევაში, უნდა გამოცხადდნენ კანონიერი მეურვის თანხლებით;

V. გათამაშებაში მონაწილეობა არ შეუძლიათ "დამკვეთი" კომპანიის თანამშრომლებს და პროექტის / "ვინგოს" აღმასრულებელ გუნდს;

VI. "ვინგო" უფლებას იტოვებს, კონკურსიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თაღლითობის მცდელობაში შემჩნეული კონკურსანტები;

VII. გათამაშების გამარჯვებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება:

გათამაშებაში გამარჯვების შემთხვევაში, ვებ-გვერდზე გამოგიჩნდებათ მისალოცი შეტყობინება, სადაც ასევე მოთხოვნილი იქნება თქვენი ტელეფონის დაზუსტება და პრიზის მიღების სასურველი ფორმის არჩევა (იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ პრიზის ადგილზე მიტანის სერვისს, გამოგიჩნდებათ მისამართის შეყვანის ველიც). ამის შემდეგ SMS-ისა და ელ. ფოსტის საშუალებით მოგივათ პრიზის კოდი [რომლითაც შეძლებთ პრიზის მიღებას] და ინფორმაციას მისი მიღების ფორმის, ადგილის, დროისა და ვადების შესახებ - იმავე ინფორმაციის შემცველ ინფორმაციას/შეტყობინებას ვებ-გვერდზე არსებული შესაბამისი ინტერფეისის, SMS-ისა და ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებს გათამაშების დამკვეთიც (პრიზის გამთამაშებელი).

VIII. გათამაშებაში მონაწილეობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. თუმცა, ჯერჯერობით, პრიზის გადაცემა მხოლოდ თბილისის ფარგლებშია შესაძლებელი. თუ თბილისში არ იმყოფებით, გამარჯვების შემდეგ თქვენთვის გამოგზავნილი პრიზის კოდი შეგიძლიათ გადასცეთ თვენთვის სასურველ პირს, რომელიც თქვენ ნაცვლად შეძლებს მის მიღებას;

IX. "Wingo.ge" არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერსა და ელ-ფოსტაზე გამოგზავნილ შეტყობინებებში მოცემული პრიზის კოდი "Wingo.ge"-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხვდება მესამე პირის ხელში;

X. ერთი დღის განმავლობაში ერთ კონკურსანტს მხოლოდ 2 პრიზის მოგების უფლება აქვს. ამის შემდეგ, სისტემა მომდევნო დღემდე არ მოგცემთ გათამაშებებში გამარჯვების საშუალებას. თუმცა, კონკურსებში მონაწილეობის უფლება მაინც გექნებათ და შეგეძლებათ დააგროვოთ ქულები რეიტინგისთვის (რეიტინგის გვერდი მომავალში დაემატება საიტს);

XI. თანხის დაბრუნების პოლიტიკა - პერსონალურ ბალანსზე ჩარიცხული თანხა დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდი თანხის გადახდიდან მინიმუმ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ იქნება ხელმისაწვდომი;

XII. კონფიდენციალობის პოლიტიკა - თქვენ მიერ ვინგოსთვის მიწოდებული პირადი ინფორმაცია დაცული იქნება და არ გადაეცემა მესამე პირებს - გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაიმარჯვებთ და პრიზის მიღების მიზნებისთვის თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას პრიზის მომწოდებელს გადავცემთ;

XIII. "ვინგო" უფლებას იტოვებს, მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას მითითებული სახელი და გვარი, გამარჯვების შემთხვევაში, გააზიაროს საკუთარ Facebook გვერდზე და/ან „დათაგოს“ პოსტში/კომენტარში;

XIV. არათემატური, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური Facebook კომენტარები წაიშლება გვერდიდან;

XV. რეგისტრაციისას მოცემულ "წესებსა და პირობებზე" დათანხმების შედეგად, თქვენ ეთანხმებით ზემოთ მოცემულ პირობებს.